მომავალი გენერალური პროკურორობის კანდიდატების მოსმენა კვლავ გრძელდება.
ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ ეს მხოლოდ ფორმალობაა და "ქართულ ოცნებას" ირაკლი შოთაძე გენპროკურორობისთვის უკვე გამზადებული ჰყავს.
დღეს საპროკურორო საბჭოში ანბანის მიხედვით კიდევ ორ კანდიდატს მოუსმენენ. ესენი არიან ვალერიან ვაჭარაძე და დავით ზირაქაშვილი.
საპროკურორო საბჭოს წევრის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, მას კანდიდატებთან ის კითხვები ექნება, რომლებიც დაზარალებულებსაც აინტერესებთ. კრიტიკას კი რომელიც შოთაძის კანდიდატურას ეხება, ოხანაშვილი პოლიტიკურ პროცესად თვლის.
"საქართველოს პროკურატურის ისტორიაში პირველად ხდება, როცა გენერალური პროკურორის შერჩევის პროცესი გადაიცემა ლაივ სტრიმის მეშვეობით, რაც მნიშვნელოვანი მონაპოვარია. არიან კანდიდატები, რომელთაც პროფესიული გამოცდილებიდან გამომდინარე ვიცნობ და ვფიქრობ, რამდენიმე ღირსეული კანდიდატიცაა. მათზეა დამოკიდებული როგორ წარმოადგენენ საკუთარ თავს",-აცხადებს ოახანაშვილი.